22:40 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 19:59:12, 1460 ნახვა

საზოგადოება
თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩის ჩიხებსა და გასასვლელში გზის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის (ყოფილი ხიზაბავრის) მიმდებარე ჩიხები და გასასვლელი წესრიგდება. ჯამში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 8 000 კვ. მეტრამდე ფართობზე მოეწყობა, რისთვისაც 600 000 ლარამდე დაიხარჯება.
აღნიშნულ დასახლებაში გზის საფარი საერთოდ არ არსებობდა. გასულ წელს თეიმურაზ ბოჭორიშვილისა და ხარაძის ქუჩებზე 15 920 კვ.მეტრ ფართობზე ცენტრალური გზა მოწესრიგდა, რომელზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 562 331 ლარი დაიხარჯა. წელს კი, ჩიხებსა და გასასვლელებში გამგეობამ ჯერ სანიაღვრე ქსელი მოაწყო და შემდეგ გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.

თეიმურაზ ბოჭორიშვილის (ხიზაბავრის ) გასასვლელში ასფალტის დაგების სამუშაოები უკვე დასრულდა,  I და II ჩიხში კი ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იბერი“ ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ  დეპუტატ გულია გოცირიძესთან  ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics