|
2020-06-01 16:05:04, 1322 ნახვა
საზოგადოება
ვაშინგტონში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს ტერორისტებად გამოაცხადებენ
4 ათასზე მეტი დაკავებული, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში. ეს ის მოქალაქები არიან რომლებმაც დაარღვიეს ეგრეთ წოდებული კომენდანტის საათი, რომელიც აშშ-ს უმსხვილეს აგლლომერაციებში კვლავ მოქმედებს და ასევე ისინი ვინც მონაწილეობას იღებდა მაღაზების დაზიანებაში. ვაშინგტონში არსებული, მთელი ნაციონალური შემადგენლობა, ისევე როგორც ეროვნული გვარდია, პოლიციასთან ერთად მოიხმეს წესრიგის აღსადგენად. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სცადეს თეთრი სახლის ტერიტორიაზე გადასვლა, რის შემდეგაც წესრიგის დასამყარებაში პრეზიდენტის დაცვის სამსახური ჩაერთო. დონალდ ტრამპის, პირველი ლედის და მისი შვილის ევაკუაცია მოახდინეს და მიწისქვეშა სამალავში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ამერიკული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტვიტერში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ყველა ვინც მსგავს საპროტესტო აქციაში მიიღებს მონაწილეობას ტეროტისტებად გამოცხადდებიან. ვაშნგტონის ქუჩებში 1200-ზე მეტი ეროვნული გვარდიელი იყო გამოსული. საპროტესტო აქციები დაიწყო ერთი კვირის წინ, მაშინ, როდესაც მინეაპონის პოლიციის თანამშრომელმა აფრო ამერიკელი დამნაშავე, ჯორჯ ფლუიდი დააკავა მაღაზიის მოლარის გამოძახების საფუძველზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, რომ ჯორჯ ფლუიდი ყალბი 20 დოლარიანი კუპიურით გადახდას ცდილობდა. სამართალდამცავებმა მას ხელბორკილები დაადეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი წინააღმდეგობას არ უწევდა, პოლიციელებს ძალისმიერი მეთოდით გადაჰყავდათ იგი, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. პრესა იუწყება, რომ საპროტესტო აქციაში ყველა სოცალური ქვეყნის მოქალაქე და თითოეული რასის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ნიუ იორკში დააკავეს ორი იურისტი, რომლებიც იცავდნენ კორპორატიულ სამართალს. თითოეულ დაკავებულ ემუქრება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)