|
2020-06-01 16:23:30, 1275 ნახვა
საზოგადოება
თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებასა და უსაფრთხოების სხვა წესების დარღვევისას ჯარიმები დააწესონ
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, შეიმუშაონ ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებასა და უსაფრთხოების სხვა წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს. ამის შესახებ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული და უნდა ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. „მინდა ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს ვთხოვო, რომ დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა და რაც შეიძლება მოკლე დროში შეიმუშავონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკავშირდება მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების ადმინისტრირებას. კერძოდ, გახსოვთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები დაწესებული, რომელიც უკვე საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად, ყოველდღიური გამოყენებისთვის, საჭიროა უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა, ახალი ზომების განსაზღვრა იმისთვის, რათა შესაბამის სამსახურებს უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მიეცეთ საშუალება, რომ ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ. ეს ოდენობები უნდა იყოს გონივრული, უნდა ჰქონდეს მას პრევენციული ეფექტი და ამავე დროს მოქალაქეებს ის დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს. ამიტომ გთხოვთ, რაც შეიძლება დაჩქარებულ ტემპში მიიღოთ ეს ცვლილებები, რომ მთავრობას მიეცეს ადმინისტრირების შესაძლებლობა. ეს დარღვევები არ არის დარღვევები, რომელიც ერთ მოქალაქეს უკავშირდება, ვინც შეიძლება ეს წესები დაარღვიოს. ასეთი ტიპის დარღვევები წესებისა და რეკომენდაციების უკავშირდება სხვა ბევრი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და ქმნის მცირე ეპიდემიოლოგიური გართულებების საფრთხეს, რაც მათ შორის ბოლო ერთი კვირის განმაცლობაშიც გვქონდა სახეზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)