20:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 11:48:41, 1681 ნახვა

კომენტარი
ზვიად კუპრავას მეუღლე - ზვიადის აქტიურობა ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიას ყელში აქვს გაჩხერილი

„ზვიად კუპრავას აქტიურობა ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიას ყელში აქვს გაჩხერილი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას მეუღლემ განაცხადა.

მისი თქმით, კუპრავაზე თავდასხმა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, რომელის მიზანიც მისი დაშინებაა.

„ზვიადი ბრუნდებოდა სახლში, ეზოში მანქანა დააპარკინგა, ორი პიროვნება მიუახლოვდა მას. როგორც კი ზვიადს მიუახლოვდნენ, თავალებში სპრეი შეასხეს. რა დროსაც ზვიადმა მხედველობა დაკარგა. ბოთლი ეჭირა ხელში, რომელიც გაუვარდა ხელიდან და ჩაიკეცა. ორივე ადამიანი დაესხა თავს და ბოთლი თავში ჩაარტყეს. ექიმის თქმით, მძიმე არაა მისი მდგომარეობა, თუმცა დღეს რჩება საავადმყოფოში. ეს ყველაფერი პოლიტიკურია. ზვიადის აქტიურობა ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიას ყელში აქვს გაჩხერილი. ზვიად კუპრავას ამით ვერ დააშინებენ“, - განაცხადა კუპრავას მეუღლემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics