2026-06-24 18:48:45, 247 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა.
ქართული ოცნების პარლამენტის აპარატის უფროსის განმარტებით, ფორმულას ჟურნალისტმა დაარღვია ქართული ოცნების პარლამენტის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის, მეორე პუნქტის ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს — „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ".
განმარტებაში საუბარია 2026 წლის 23 ივნისს „ახალი ფორმულაში“ გასულ სიუჟეტზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,