2020-02-26 15:43:24, 1675 ნახვა
კომენტარი
გაჩეჩილაძე - „ქართული ოცნება“ არჩევნებში 40%-ზე მეტს მიიღებს
„40% მგონი ნორმალური პროცენტია. მგონია, რომ მმართველი გუნდი გაცილებით მეტს მიიღებს, აქედან გამომდინარე ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არაა.
„40% მგონი ნორმალური პროცენტია. მგონია, რომ მმართველი გუნდი გაცილებით მეტს მიიღებს, აქედან გამომდინარე ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის. ქვეყანაში არის ნორმალური სიტუაცია, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არაა. თუ მოლაპარაკება მოხდა საარჩევნო სისტემაზე კარგი იქნება. თუ არ იქნება მოლაპარაკება, მაშინ არჩევნები ჩატარდება იმ დემოკრატიული კანონმდებლობით, რომელსაც აღიარებს მტლი მსოფლიო და რომელიც დრეს მოქმდებს“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავრობა არ უნდა დააკომპლექტოს იმ პარტიამ, რომელიც არჩევნებში ხმათა რაოდენობის 40%-ზე ნაკლებს მიიღებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,