13:57 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 18:25:32, 1905 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძემ საზოგადოებას ურბანული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერობის 100 დღის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საზოგადოებას ურბანული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები დეტალურად გააცნო და ცენტრალურ ხელისუფლებას მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძის განცხადებით, ძველ თბილისში დაიწყო მასშტაბური პროექტების განხორციელება. მათ შორის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

თბილისის მერის თქმით, პროექტებზე საერთო ჯამში 102 მილიონი ლარი დაიხარჯება. ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია კი, მომდევნო წლის დასაწყისში დასრულდება.

„ზოგადად, ძველი თბილისის რეაბილიტაცია ჩემს საარჩევნო პროგრამაშიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. მომდევნო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებითდაახლოებით, 500 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ასევე, ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე და აღნიშნა, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება. კახა კალაძის განცხადებით, ხარისხის კონტროლი პროექტის დასაწყისიდანვე განხორციელდება და ექსპერტიზის ჩატარება პროექტის დასრულების შემდეგ სავალდებულო იქნება.

„ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ განვითარებაზე, წინსვლაზე, აღმშენებლობაზე, თუ არ იქნა ეს ყველაფერი ხარისხიანად შესრულებული, მერწმუნეთ, რომ კაპიკი ექნება იმ პროექტებსფასი, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. შესაბამისად, ამ მიმართულებით მიდგომებსყველა დონეზევამკაცრებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გამკაცრდება ასევე, რეგულაციები სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით. კახა კალაძემ აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობისთვის საკანონმდებლო მადლობა გადაუხადა. 

„მკაცრად გაკონტროლდება სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტები. ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები გვაქვს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პარლამენტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ცვლილებები, რომელიც კანონში ამ მიმართულებითშედის, მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი, როდესაც მშენებლობებზე ადამიანები იღუპებიან, რასაც ვერ შევეგუებით. შესაბამისად, ვამკაცრებთ რეგულაციებს, რათა მშენებლობებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება დაცულიიყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics