2026-07-12 13:14:47, 260 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრეჰემის გარდაცვალების შესახებ განაცხადა და მას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსი უწოდა, ვისთანაც კი ოდესმე უმუშავია.
თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში, გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ გრეჰემი „ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი“ იყო და მთელი ცხოვრება ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა.
„სენატორი ლინდსი გრეჰემი, ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი, ვინც კი ოდესმე მინახავს, გარდაიცვალა! ის შრომისმოყვარე და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვენატრება!!! დეტალები და მოვლენები მომავალში. ძალიან სამწუხაროა!“ - განაცხადა ტრამპმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,