18:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 09:52:37, 2057 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწავლეებსა  და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

როგორც პრეზიდენტის მისალოც განცხადებაშია აღნიშნული, დღეიდან იწყება ცოდნის და ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი.

„გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

დღეიდან იწყება ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლისა და უნივერსიტეტის კარი.

მჯერა, რომ თითოეული მათგანი, გაათმაგებული ენერგიითა და შემართებით შეუდგება ცოდნის გადაცემისა და დაუფლების პროცესს, რომელიც არსებითია საზოგადოების განვითარებისთვის.

სწორედ თითოეული მოქალაქის ინტელექტითა და შესაძლებლობების გამოყენებით უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში“,-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს  საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics