2026-07-09 18:44:37, 276 ნახვა
საზოგადოება
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 1 ბავშვი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,