2017-07-19 12:55:25, 2673 ნახვა
სამართალი
საზღვარგარეთ ე.წ. ფარული პოლიციელების გაგზავნა, შესაძლოა, მომავალი წლიდან მოხდეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ე.წ. ფარული პოლიციელების ინიციატივასთან დაკავშირებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხილვა უკვე მიმდინარეობს.
„რამდენიმე ქვეყანას უკვე აქვს დაინტერესება ჩვენი მხრიდან ამ ტიპის მხარდაჭერით ისარგებლოს. ვმუშაობთ კოლეგებთან, რადგან საჭიროა ამ ხალხის ტრენინგები და მომზადება. სრულფასოვანი სისტემა უნდა მომზადდეს. მას შემდეგ რაც კანონი განიხილება და ტექნიკურადაც ყველაფერს განვახორციელებთ, მომავალი წლიდან იქნება საშუალება, იმ ქვეყნებში, სადაც ამის საჭიროებაა და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით შედარებით მეტი პრობლემაა, ატაშეების გარდა „ფარული პოლიციელები“ მივავლინოთ“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ხუციშვილი „ფარული პოლიციელების“ ინიციატივაზე “ამბასადორიალის“ ფარგლებში დღეს ქართველ დიპლომატებს მიაწვდის ინფორმაციას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან