17:23 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 16:52:08, 2009 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: EUMM-ის მისია საქართველოში და რეგიონში სიმშვიდის დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა EUMM-ის მისიის ( ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია)  თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული მისია საქართველოში და   რეგიონში სტაბილურობისა და სიმშვიდის დაცვის  გარანტია.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა EUMM-ის მისიის როგორც თითოეულ თანამშრომელს, ასევე თითოეულ იმ ქვეყანას, ვინც თავის წარმომადგენელს აგზავნის ამ მისიაში. ეს მისია ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობისა და სიმშვიდის დაცვის  რეალური და მნიშვნელოვანი გარანტია. არ არსებობს  შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც ხაზს არ ვუსვამთ  მისიის  მნიშვნელობას.  მადლობა მათ თითოეული დღის განმავლობაში სამსახურისთვის“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა რიყის პარკში, სადაც „ევროპის დღე“  აღინიშნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics