20:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 16:35:17, 2416 ნახვა

ეკონომიკა
მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში შშმ პირებთან შეხვედრა გაიმართა

მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრა გაიმართა.

ორდღიან შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტყოფის გამგეობის წარმომადგენლები, სპეცმასწავლებლები და შშმ პირთა საბჭოს წევრები დაესწრნენ.

სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე. უკვე რამდენიმე თვეა, სმენადაქვეითებულ და სმენის არმქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ, სახლიდან გაუსვლელად 31 სახის სახელმწიფო სერვისით ისარგებლონ. მსურველები სკაიპის მეშვეობით - sda.gov.ge - უკავშირდებიან დისტანციური სერვისების სამსახურს, სადაც მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე უწევენ.

სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომას უზრუნველყოფს. უკვე დაგეგმილია ვებგვერდის ადაპტირება უსინათლო და მხედველობადაქვეითებულებისათვის. გარდა ამისა, დაწყებულია მუშაობა იმ საკითხზე, რომ საზოგადოებრივი ცენტრების შენობები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროექტის ფარგლებში შშმ პირებთან ეს ბოლო შეხვედრა იყო.

პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ხორციელდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics