17:22 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 15:36:34, 1040 ნახვა

სამართალი
ოქროყანის გზაზე მოქალაქეებთან მომხდარი ინციდენტის გამო ორ პატრულ-ინსპექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორ არჩილ დავითულიანს და ნიკა ალიხანაშვილს, რომლებიც 26 იანვარს ოქროყანის გზაზე მოქალაქეებთან მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

“ გვსურს გაცნობოთ, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქალაქ თბილისში, ოქროყანის გზაზე, 2015 წლის 26 იანვარს პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, პატრულ-ინსპექტორ არჩილ დავითულიანს და ნიკა ალიხანაშვილს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics