16:08 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-13 13:48:36, 329 ნახვა

საზოგადოება
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა

13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„2015 წლის 13 ივნისი ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის. გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა - გვყავს ათეულობით გარდაცვლილი ადამიანი, რამდენიმე კი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ასევე, მივიღეთ განადგურებული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, თუმცა ამავე დროს, ეს დღე იყო გაერთიანების, ერთად დგომის სიმბოლოც. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდები, დიდები, პატარები, ყველა რეგიონიდან, ყველა ქალაქიდან ჩამოსული, რომლებიც შესაბამის სამსახურებს შიშველი ხელებით ეხმარებოდნენ და გვერდით ედგნენ ჩვენს დედაქალაქს. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმაც.

დედაქალაქში, მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურებიდან, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 წელი გავიდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics