16:56 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 15:17:42, 1018 ნახვა

რეგიონი
დარიალის ხეობაში მოძრაობა 17:00 საათიდან 05:30 საათამდე შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს წყალგამტარი მილის მოწყობის სამუშაოებს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 11 ივლისის 17:00 საათიდან 12 ივლისის 05:30 საათამდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics