2016-04-28 12:32:57, 635 ნახვა
საზოგადოება
2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, 2002 წლის მონაცემებთან შედარებით, მოსახლეობის საშუალო ასაკი 2 წლით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეოობის 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, მოსახლეობის საშუალო ასაკი 2 წლით გაიზარდა და 38,1 წელი შეადგინა.
შესაბამისად, გაიზარდა მამაკაცთა საშუალო ასაკი 34,3 წლიდან 35,9 წლამდე, ხოლო ქალების - 37,8 წლიდან 40,1 წლამდე. რეგიონულ ჭრილში ყველაზე დაბალი საშუალო ასაკი დაფიქსირდა ქვემო ქართლის (35,6 წელი), ხოლო ყველაზე მაღალი-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (48,2 წელი).
საქართველოს მოსახლეობის აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.
საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3724 დასახლება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან