10:00 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-05 09:03:42, 275 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა

5 აგვისტოს ღამეს, რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონზე მასშტაბური შეტევა წამოიწყეს ბალისტიკური რაკეტებისა და თავდასხმის დრონების გამოყენებით, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა.

ინფორმაციას ავრცელებენ სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური, კიევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ტიმურ ტკაჩენკო

„ყველაზე მეტი მსხვერპლი ბროვარის რაიონშია, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. ბუჩას რაიონში მტერმა კიდევ ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. კიდევ ერთი ადამიანი ფასტივის რაიონში დაიღუპა“.

მისი თქმით, ბროვარის რაიონში 12 ადამიანი დაშავდა, ფასტივის რაიონში სამი, ხოლო ბუჩას რაიონში შვიდი.

მაშველები მტრის თავდასხმის შედეგებს რეგიონის სამი რაიონის შვიდ ადგილას უმკლავდებიან: ოთხი ბროვარიში, ორი ბუჩაში და ერთი ფასტივში.

ბროვარის რაიონში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ბროვარის, ველიკა დიმერკას, კვიტნევეს და პობედას საწყობებში.

ფასტივის რაიონში მაშველებმა კომპანიაში ავტომობილის ხანძარი ჩააქრეს.

ბუჩას რაიონში, სოფელ ჩაიკის საწყობში ხანძრის ქრობა გრძელდება. სოფიევსკა ბორშაჰივკაში, ლოჯისტიკურ ობიექტში ხანძარი უკვე ჩამქრალია.

5 აგვისტოს ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებისა და თავდასხმის დრონების გამოყენებით მასშტაბური, კომბინირებული შეიარაღების შეტევა დაიწყეს. ერთი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
Associated Press: ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტის მოლაპარაკებებში პროგრესი მიაღწიეს
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics