16:43 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-04 15:35:32, 301 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას

„დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას“, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.  ამით ის გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელშიც შეშფოთება იყო გამოთქმული სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოსთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გინება და შეურაცხყოფა არის სხვისი უფლებების შელახვა.

„დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება არის კატეგორიულად მიუღებელი. გინდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინდ ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. თუნდაც სოციალურ სივრცეში როგორ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო? სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას. ეს ხომ სხვისი უფლებების შელახვაა.

ამიტომ, ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ურთიერთობები უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე. შესაძლოა, არ მოგწონდეთ ერთმანეთის პოლიტიკური შეხედულებები, გადაწყვეტილებები, კრიტიკაც მისაღებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უნდა იყოს ზრდილობის ფარგლებში და არა შეურაცხყოფის, გინებისა და ცილისწამების ფარგლებში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

 

 

რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ოპტიმიზმით უყურებს ამ საკითხს.

„ჩვენ ოპტიმიზმით  ვართ განწყობილი. მზად ვართ, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუესა და ტყუილზე, მიუღებელია არასამართლიანი დამოკიდებულება. ტრამპის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან მარტივად შეცვალოს წინა ადმინისტრაციის არასამართლიანი დამოკიდებულება“, - განაცხადა თბილისის მერმა.     





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics