12:06 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-01 11:01:38, 259 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა

1 აგვისტოს ღამით კიევზე მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
მაშველების ინფორმაციით, მტრის თავდასხმის შედეგად დედაქალაქის 5 უბანში ხანძარი და ნგრევა გაჩნდა.

9:30 საათზე ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ დედაქალაქში 30-ზე მეტი დაჭრილი გამოაცხადა - მათგან 17 საავადმყოფოშია. 

დაიღუპა 2 და დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. ერთ მისამართზე მოხდა 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილობრივი ნგრევა და ხანძარი; მეორეში ავტოსადგომზე მანქანები იწვა. 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველებმა ზედა სართულებიდან 35 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, ხანძარი კი ლიკვიდირებულია.

დარნიცკის რაიონში ხანძარი და ნგრევა გაჩნდა ადმინისტრაციულ შენობაში და ერთ-ერთ ობიექტზე - არასაცხოვრებელ კორპუსში. სხვა მისამართზე მანქანების ხანძარი და დაზიანებული სახლები დაფიქსირდა. ამ ტერიტორიაზე დაიღუპა 7 ადამიანი, დაშავდა 14, მათ შორის 2 ბავშვი. მაშველებმა ხანძარი ჩააქრეს. ერთ-ერთ პარკში გაშლილ ადგილას კრატერიც აღმოაჩინეს. ერთი ქუჩის გასწვრივ ბორდიურს რამდენიმე ადგილას ცეცხლი გაუჩნდა.

შევჩენკოს რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ კორპუსში და სასწრაფო დახმარების მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია. ერთ-ერთ მისამართზე იპოვეს მსხვერპლი. ხანძარი კინოსტუდიის ტერიტორიაზეც გაჩნდა, რომელიც უკვე ლოკალიზებულია.

დნეპრის რაიონში მაღაზია დაზიანდა.

პეჩერსკის რაიონში დაზიანდა 4 კერძო საცხოვრებელი კორპუსი და დამხმარე შენობა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ესპანეთის მთავრობას ევროპაში მასიური არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
CBS News: აშშ და ისრაელი ამზადებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics