14:50 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-27 13:49:17, 251 ნახვა

პოლიტიკა
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ მიესალმა MMA-ს მებრძოლ გიორგი ქართველიშვილის მიერ ახალი სოციალური მოძრაობის შექმნას, რომელიც ქართული ღირებულებების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დაცვას ისახავს მიზნად.

გორდულაძის თქმით, საქართველოში ყველას აქვს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება.

„ყველას აქვს გაერთიანებისა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. თუმცა, ყველა საქმიანობა მკაცრად კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. კარგია, როდესაც ადამიანებს სურთ დაიცვან თავიანთი ქვეყნის კულტურა, რწმენა, სამოქალაქო უფლებები და ისტორია, ასევე წინააღმდეგობა გაუწიონ ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. თუმცა, ეს ყველაფერი კანონის დაცვით და მკაცრად მის ფარგლებში უნდა მოხდეს“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, ახალი სოციალური მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც აქტიურად დაიცავს ქართულ ღირებულებებს, ტრადიციებსა და ეროვნულ იდენტობას. სპორტსმენმა ასევე განაცხადა, რომ მოძრაობის წევრები მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და, საჭიროების შემთხვევაში, ციხეშიც კი მოხვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics