2026-04-25 21:26:29, 6748 ნახვა
პოლიტიკა
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
25 აპრილს Fox News-თან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებების მიზნით აღარ გაემგზავრებიან.
ტრამპის თქმით, არ ღირს, რომ აშშ-ს დელეგაციამ პაკისტანამდე 18-საათიანი ფრენა შეასრულოს მაშინ, როცა ირანთან კონფლიქტში ყველა კარტი ამერიკის ხელშია.
Fox News-ის ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა დაამატა, რომ ირანს ნებისმიერ დროს შეუძლია აშშ-სთან დარეკვა.
"ჩემს ხალხს ცოტა ხნის წინ, როცა ისინი წასასვლელად ემზადებოდნენ, ვუთხარი, რომ 'არა, იქ ჩასასვლელად 18-საათიან ფრენას არ შეასრულებთ. ყველა კარტი ჩვენ გვაქვს. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დაგვირეკონ, მაგრამ თქვენ აღარ შეასრულებთ 18-საათიან ფრენებს, რათა დასხდეთ და არაფერზე ილაპარაკოთ-მეთქი'," ციტირებს ტრამპს Fox News.
ავტორი: ექსპრესნიუსი,