17:22 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-03 02:07:58, 2500 ნახვა

საზოგადოება
ომანიდან და საუდის არაბეთიდან თბილისში სპეციალური ავიარეისები შესრულდება

ომანიდან და საუდის არაბეთიდან თბილისში სპეციალური ავიარეისები შესრულდება, ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ:

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები:

მუსკატი (ომანის სასულთნო) — თბილისი (საქართველო)

  • 03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)
  • 05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)

რიადი (საუდის არაბეთი) — თბილისი (საქართველო)

  • 04.03.2026 |  19:00 (ადგილობრივი დროით)

საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):
• ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335
•  ტელეფონი: +971 2 553 36 83
•  ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge

საქართველოს საელჩო ყატარის სახელმწიფოში (დოჰა):
• ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071
• ტელეფონი: +974 44 739 499
• ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge

აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ყატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის" - წერს საგარეო უწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics