20:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 12:49:42, 410 ნახვა

მსოფლიო
კიტ კელოგი - ტრამპი მზად არის, გააორმაგოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, გააორმაგოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, – ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.

როგორც ამერიკული გაზეთი „ნიუ იორკ პოსტი“ წერს, კელოგმა აღნიშნა, რომ „ეკონომიკური ზეწოლის სიმძიმის თვალსაზრისით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ათბალიან სკალაზე დაახლოებით სამ ბალზეა“.

„ნამდვილად შესაძლებელია სანქციების გაძლიერება, განსაკუთრებით ბოლოს დაწესებული სანქციების. ეს ქმნის ფართო შესაძლებლობებს რაღაცის გასაკეთებლად. ვინმე თუ იცნობს კარგად ზეგავლენის მოხდენის ბერკეტებს, ეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპია და ამას ხედავთ მის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებით“, – განაცხადა კიტ კელოგმა.

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპთან ერთად განიხილეს, როგორ გამოეყენებინათ ძალაუფლების ყველა ელემენტი ომის დასასრულებლად. მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი და სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

როგორც კელოგმა აღნიშნა, რუსეთზე ზეწოლა არ შეიძლება იყოს მხოლოდ სამხედრო.

„საჭიროა ეკონომიკური, დიპლომატიური ზეწოლა, გარკვეული სახის სამხედრო ზეწოლა და სხვა ბერკეტები, რომელთა გამოყენებაც გვსურს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს მიდის იქ, სადაც ჩვენ გვინდა“, – განაცხადა კიტ კელოგმა.

ამასთან, კელოგის თქმით, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გარეშე ვერ დასრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics