20:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 14:20:34, 626 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე პრეზიდენტზე - გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი

სალომე ზურაბიშვილი გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული. ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცეებს, ეს არ ვიცი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზიემო ღონისძიებაზე ხალხისთვის თავის მოსაჩვენებლად მიდის.

"ამ ქალმა მართლა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობდა თავის ქვეყანაზე, საკუთარ სამშობლოზე, მოდის და ცდილობს, მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება, ამბავში უნდა გაერიოს.

პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს, იმპიჩმენტი მას შემთხვევით ჩვენ არ გამოვუცხადეთ, ბევრი უხერხულობაც ავირიდეთ თავიდან და დავაფიქსირეთ, რომ ეს ადამიანი ვინც აირჩია, იმ ხალხის რჩეულ ხელისუფლებას აღარ მიაჩნია პრეზიდენტად, შესაბამისად, სცენარი როცა გაიწერა, ამ სცენარში მე ვიცი, რომ მთავრობა ამაში ჩართული იყო, ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული. ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცეებს, ეს არ ვიცი", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, დღეს სახალხო ღონისძიება გაიმართება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ნოემბერს დააანონსა.

ამასთან, გუშინ, 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის დაანონსებულ ღონისძიებას შეუერთდება, ტრიბუნასთან მიწვევის შემთხვევაში მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს, "თუ არადა, ხალხში იქნება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics