19:58 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 16:21:42, 720 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ზურაბიშვილს შეუძლია დაამტკიცოს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს მხარს უჭერს - გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი

ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობისთვის" სალომე ზურაბიშვილი მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა, თუმცა მათ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაუჭერიათ.

პარტიის თავმჯდომარე მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ გადაწყვეტილება არა პირადი შეხედულებით, არამედ ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მიიღოს.

"სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება ამ შემთხვევაში ვფიქრობ ადეკვატურია, სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა ატარებდეს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას. ამიტომ, თუ ეს მისი მხრიდან არის შერბილებული განცხადება, მივესალმები. ჩვენთვის ძალიან მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად ამისა ჩვენ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასარგებლო არ იქნებოდა და ამიტომ, ისიც არა პირადი შეხედულებით, არამედ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება პუტინის ტყვე საპატიმროში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics