19:58 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 13:29:07, 866 ნახვა

საზოგადოება
ბექა ფერაძე ნიუ-იორკში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს ბით ანდრის შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ნიუ-იორკში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  დირექტორს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს ბით ანდრის შეხვდა.  

მაღალი რანგის შეხვედრაზე, დადებითად შეფასდა საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში შრომითი ურთიერთობების სფეროში განხორციელებული რეფორმები. ამერიკელი კოლეგის მხრიდან მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ, 2015 წლიდან განხორციელებული რეფორმებისა და დაბალანსებული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგია.

შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის როლს შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით და აღინიშნა სამომავლო თანამშრომლობის საჭიროება მდგრადი განვითარების მიზნების აღსრულების გზაზე. 
შეხვედრები ორგანიზებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნიუ-იორკის პროგრამის ფილიალის მიერ.

ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით,  საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში განხორციელდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics