|
2022-12-19 11:02:02, 1310 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Nexia TA-მ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გამართა
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან და საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia TA-სთან პარტნიორობით, „საქართველოს ბანკის“ პროექტის - „ბუღალტერიის განვითარების პროგრამის“ შესახებ შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადასაჭრელად საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება. ასევე, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ბუღალტრული, საგადასახადო მომსახურების დაფინანსება და განსაკუთრებული პირობის შეთავაზება. „ბუღალტერიის სწორი და დროული აღრიცხვა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. SME სექტორის გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით Nexia TA კომპანიებს სთავაზობს საერთაშორისო დონის სერვისებზე წვდომასა და ბუღალტრულ მომსახურებას, მათზე მორგებული ბიუჯეტით. პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული პროცესების გაციფრულებისა და დიჯიტალიზაციის ხარჯზე, კომპანიის მენეჯერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მუდმივად ჰქონდეთ წვდომა კომპანიის ფინანსურ მონაცემებთან. „ბუღალტერიის განვითარების პროგრამა“ ის საჭირო პროექტია, რომელიც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პარტნიორ კომპანიებს უქმნის ახალ შესაძლებლობებს განვითარებისა და სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისთვის“, - განაცხადა Nexia TA-ის მმართველმა პარტნიორმა და პროექტის ავტორმა, გელა მღებრიშვილმა. „საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი კომპანია, მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ციფრული ბუღალტერიის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ, რაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას. „ბუღალტერიის განვითარების პროგრამა“ არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მენეჯერებსა და ბუღალტრებს ეხმარება ბიზნესის გაციფრულებაში, ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. ვფიქრობთ, მსგავს პროგრამაში ჩართული კომპანიები იღებენ საჭირო მხარდაჭერას აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ეს კი ბიზნესს ეხმარება სამომავლო წარმატების მიღწევაში“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)