|
2022-07-23 11:39:32, 1066 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპის უნივერსიტეტში” ვეტერინარიის ფაკულტეტი გაიხსნა, რომელიც წელს პირველად მიიღებს სტუდენტებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია „ევროპის უნივერსიტეტში” იმყოფებოდა. მინისტრს უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა უმასპინძლა. ოთარ შამუგია „ევროპის უნივერსიტეტის” ვეტერინარიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა; თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები და კაბინეტები დაათვალიერებინა. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტს აქვს სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) სიმულაციების ოთახი, სავეტერინარო ჰიგიენისა და ცხოველთა კვების, კლინიკური დიაგნოსტიკისა და თერაპიის და ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტების კონტროლისა და პარაზიტოლოგიის ლაბორატორიები. „ვეტერინარია მნიშვნელოვანი დარგია, შესაბამისად, აუცილებელია კვალიფიციური კადრების არსებობა, რისი დეფიციტი ნამდვილად გვაქვს. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ამ დარგით ახალგაზრდების დაინტერესებას და მათთვის სათანადო ცოდნის მიწოდებას. მინდა მივულოცო „ევროპის უნივერსიტეტს” ვეტერინარიის ფაკულტეტის გახსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტში არსებობს ყველანაირი ბაზა, შესაბამისი ლაბორატორიები იმისათვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ სათანადო განათლება, ცოდნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მზად ვართ, რომ ახალგაზრდებს შევთავაზოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში, ასევე სამინისტროში სტაჟირება, რათა მათ განავითარონ თავიანთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, იმ პერსპექტივით, რომ დაიწყონ მუშაობა და ემსახურონ ქვეყანას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. „ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს კვალიფიციური აკადემიური პერსონალით ხვდება; უნივერსიტეტი სრულად აღჭურვილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)