03:42 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-23 10:29:21, 1144 ნახვა

პოლიტიკა
არბოს სატუმბი სადგური სრული დატვირთვით მუშაობს

საქართველოს მელიორაციამ გორის მუნიციპალიტეტში,  მექანიკური სარწყავი სისტემის ავარიული სამუშაოები დაასრულა.  არბოს სატუმბი სადგური  სრული დატვირთვით მუშაობს და სოფელ არბოს, ქორდისა და დიცის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებს სარწყავი წყალი სტაბილურად მიეწოდება.

ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლამ სოფელ დიცში, ბოლო უბანზე, სარწყავი წყლის მიწოდება შეაფერხა. ამ დროისთვის შეფერხება სრულად აღმოფხვრილია. ამასთან, მომავალი წლის სარწყავი სეზონისთვის, სატუმბ სადგურზე ტუმბო აგრეგატების დამატებით გაძლიერება და დამოუკიდებელი ხაზის მოწყობაა დაგეგმილი, რაც წყლის მიწოდებასა და რეგულარულად მორწყვას გააუმჯობესებს.  

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც  წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდასა და ფერმერების სტაბილურად წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics