|
2022-07-21 23:30:59, 1259 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ევროპისა და ამერიკის მხრიდან არსად გამიგია არც ერთი მოთხოვნა ჩაერთეთ ომში
არ შეიძლება, ვიყოთ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ელჩებს. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არსად გაუგია ვინმესგან მოთხოვნა - „ჩაერთეთ ომში". "მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში და ვის ხვდებიან. მმართველი გუნდისგან აქტიური სამუშაო არ მინახავს ევროპარლამენტთან და არც ცალ-ცალკე. სხვადასხვა დედაქალაქში არ მსმენია ომში ჩართვის შესახებ. ასე რომ, არ ვიცი, საიდან გაიგეს ეს. თუ ვინმე იყო ჩასული და ევროპელებს შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ, თუ ვინმე იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე, მაქსიმალურად, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგია არც ერთი მოთხოვნა – ჩაერთეთ ომში. ეს არის სრულიად მოგონილი და სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას. ეს სხვაგან არ გამიგია, აშშ-ში და ევროპაში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)