03:42 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 23:07:06, 598 ნახვა

პოლიტიკა
დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე საგზაო მოძრაობა აღდგენილია

აღნიშნული ცვლილება 22 ივლისიდან ასევე, შეეხება N316 მარშრუტს, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დროებით იყო შეცვლილი. ავტობუსი კვლავ  იმოძრავებს კოჯრის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიწის მასის ჩამოშლის გამო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს.

აღნიშნულ მისამართზე უსაფრთხოების მიზნით, გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ვერტიკალური ანკერების მოწყობა დასრულებულია და დამცავი კედლის ფუნდამენტის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც რკინაბეტონის კედლის მშენებლობა განხორციელდება.
 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics