|
2022-07-21 21:11:23, 1126 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილის კლინიკების აკრედიტაციაზე
მსოფლიოში, საერთაშორისო აკრედიტაციის რამდენიმე სტანდარტი მოქმედებს. კლინიკებს 2-3 სტანდარტიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალებას მივცემთ, რომელთა დაკმაყოფილების ვალდებულებაც, 2025 წლიდან ექნებათ და მხოლოდ მათი შესრულების შემდეგ შეძლებენ ოპერირებას“, - ამ თემაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობა უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება თავად სტანდარტებს, საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. „რამდენიმე კლინიკას, საკუთარი ინიციატივით, უკვე გავლილი აქვს ეს აკრედიტაცია. სანამ მათი შესრულება სავალდებულო გახდება, 2 წელზე მეტია დარჩენილი. ვფიქრობთ, სამედიცინო დაწესებულებებს გონივრულ ვადას ვაძლევთ ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რომ ოპერირება შეძლონ, ან მაშინ განაგრძონ, როდესაც ყველა პირობას შეასრულებენ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)