03:42 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 21:01:07, 1168 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე კასიანოვზე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის სურვილი საქართველოში იქცეს მეორე ფრონტი

უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის სურვილი, რომ საქართველოში იქცეს მეორე ფრონტი. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ეს ყველაფერი და რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.

"კიდევ ერთხელ მოხდა აფიშირება, რასაც ამდენი ხანი ვამბობთ. არის პირდაპირი სურვილი, გამოხატული სურვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი. რაც, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გაიმეორა კასიანოვმა. საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ეს ყველაფერი და რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics