02:31 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 18:31:12, 1219 ნახვა

პოლიტიკა
ეს არის დიდი სისულელე - კახა კალაძე სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დოკუმენტზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აბსურდული უწოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა. 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაზე რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, პირველ რიგში, ეს კითხვის ნიშნები ეხება „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) გაყალბებულ პარალელურ დათვლებს.

„ეს არის დიდი სისულელე. არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, ეს არის ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლები. ეს არის დამტკიცებული ფაქტები, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ პარალელური დათვლები გააყალბა. ამის შემდეგ მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან წავიდა. მე არ მესმის ამ საქმეს ბოლომდე რატომ არ ჩაჰყვნენ? იცოდნენ თუ არა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებლებმა, რომ ეს გაყალბება მათი ჩართულობით მოხდა, თუ ეს მათ გარეშე მოხდა? უამრავი კითხვა არსებობს, რადგან ეს იყო დიდი შეთქმულების და რევოლუციური გზის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი და მიმართულება, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, თითქოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამოააშკარავა ეს ყველაფერი. ყველა ჩუმად და მიყუჩებული იყო. ჩვენ კი საზოგადოებას რეალობა ვაჩვენეთ. 

არჩევნებზე მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებული იყო კახა კალაძის წინააღმდეგ, თუმცა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით და თანადგომით, კახა კალაძემ ყველას მიუჩინა თავისი ადგილი“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics