|
2022-07-20 22:41:06, 1221 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ვიცი წერეთელმა ოხანაშვილს რა ჩასჩურჩულა, იქ ლაშქარავა არ უხსენებია
ვიცი წერეთელმა ოხანაშვილს რა ჩასჩურჩულა, იქ ლაშქრავა არ უხსენებია. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, წერეთლის მხრიდან იყო უმძიმესი შეურაცხყოფა მიყენებული, რასთან დაკავშირებითაც ეთიკის და კანონის ფარგლებში ანრი ოხანაშვილმა გასცა პასუხი. "ვიცი მან რა თქვა და ყურში რა ჩასჩურჩულა [ვატო წერეთელმა] ანრი ოხანაშვილს, აქედან გამომდინარე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში, მან თქვა ტყუილი. უბრალოდ, მეორე ტყუილი პირველისგან განსხვავებული იყო. პირველი - მან რეალურად უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს, რასაც უარყოფდა თავიდან, შემდეგ მიხვდა, რომ მოუწევდა ამის გადათქმა, იმიტომ რომ ელემენტარულად შეიძლება კამერის ჩანაწერები არსებობდეს, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ პროვოკაცია მისი დაწყებულია. ამიტომ, მოუწია მას პირველი ტყუილის გადათქმა, მაგრამ მეორე შემთხვევაშიც თქვა ტყუილი, საერთოდ არ იყო იქ ნახსენები ლაშქარავას გვარი, იყო უმძიმესი შეურაცხყოფა მიყენებული, რასთან დაკავშირებითაც ეთიკის და კანონის ფარგლებში ანრი ოხანაშვილმა გასცა პასუხი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწინ, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)