02:31 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 15:36:51, 915 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელზე, რომელმაც საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა, კომენტარს აკეთებს და დასძენს, რომ ვიდრე ის ევროკავშირის მოქმედი ელჩი იყო, მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ელჩი "განსხვავებულად იმოქმედებს"

"ჩვენ ვერიდებოდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მასზე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში და ეს მიმდინარე პროცესი იყო. თუმცა, დღეს როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს",- განაცხადა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ  საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მის შემცვლელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics