01:20 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 21:41:11, 1104 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება არავის და მათ შორის არც ჩვენი დაცვა

ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება არავის და მათ შორის არც ჩვენი დაცვა. - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ივანიშვილმა იქით შეიძლება დაიცვას ძალიან ბევრი ადამიანი.

"ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება არავის და მათ შორის არც ჩვენი დაცვა. იქით შეიძლება დაიცვას ძალიან ბევრი. მთავარი საზრუნავი არის არა ის, რომ კონკრეტულ პირს გავუფრთხილდეთ, თუმცა ესეც შეიძლება იყოს ჩვენი საზრუნავი, რადგან ეს კაცი ჩვენი დამფუძნებელია, არამედ ის, რომ როდესაც ოლიგარქიულ მმართველობას გაბრალებენ, ეს არის ზიანის მიყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის". - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics