|
2022-07-19 19:41:04, 1244 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - „ქართული ოცნებიდან“ გასულებიდან ვერც ერთმა, ერთი რეალური მტკიცებულება ვერ დადო, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დააზიანებდა
იმდენი ადამიანი წავიდა „ქართული ოცნებიდან“ ბოლო წლების განმავლობაში, რომლებიც ტრიალებდნენ მოვლენების ეპიცენტრში, „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი ერთი ცუდი ამბავი და ამის ერთი მტკიცებულება რომ გქონოდათ, აუცილებლად უფრო ფრთაგაშლილი შემეკითხებოდით ბევრ რამეს კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგრამ ასეთი რომ არ არსებობს, ამიტომ გვიწევს იმის ლაპარაკი, რაც არ არსებობს. ამის საწინააღმდეგოდ თურმე ჩვენ უნდა ვამტკიცოთ რაღაცეები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „ტვ პირველის“ კითხვაზე, რომელიც ეკა ბესელიას ეხებოდა. მისი თქმით, „ქართული ოცნებიდან“ გასულებიდან ვერც ერთმა, ერთი რეალური მტკიცებულება ვერ დადო, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დააზიანებდა. „იმდენი ადამიანი წავიდა „ქართული ოცნებიდან“ ბოლო წლების განმავლობაში, რომლებიც ტრიალებდნენ მოვლენების ეპიცენტრში, „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი ერთი ცუდი ამბავი და ამის ერთი მტკიცებულება რომ გქონოდათ, აუცილებლად უფრო ფრთაგაშლილი შემეკითხებოდით ბევრ რამეს კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგრამ ასეთი რომ არ არსებობს, ამიტომ გვიწევს იმის ლაპარაკი, რაც არ არსებობს. ამის საწინააღმდეგოდ თურმე ჩვენ უნდა ვამტკიცოთ რაღაცეები. შავი ფული რომ არ კეთდება, მტკიცებულება რომ არ არსებობს იმის შესახებ, რომ რაღაც სერიოზული ფუჭდება „ქართული ოცნების“ მიერ, ამიტომ გიწევთ ასეთი ზოგადი საუბარი. თუ ვინმეს დააბრალებს ან ბესელია, ან ვიღაც, რომ ეს ამას აფუჭებდა, იმ გაფუჭებულის მტკიცებულება ბუნებაში ვერ იარსებებს, ისევე, როგორც ვერ იარსებებს ვერც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა პოლიტიკაში, არის მედიასთან რამე კონტაქტში და გავლენა აქვს მედიაზე. აქედან გამომდინარე, თქვენ, რომლებიც ამას აბრალებთ ერთ ადამიანს, სახელმწიფოს თუ მმართველობის სისტემას, ვალდებულები ხართ, მოიტანოთ რაიმე მტკიცებულება, რაც ვერ მოგაქვთ დღემდე და ამიტომ სვამთ ზოგად შეკითხვებს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)