|
2022-07-19 18:37:59, 1080 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაცებს’’ ივანიშვილისგან მძიმე პოლიტიკური ტრავმა აქვთ მიღებული და მისი არსებობაც პრობლემად მიაჩნიათ
,,გულწრფელად მჯერა, „ნაცებმა’’ ზუსტად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, მაგრამ ქვეცნობიერში მისი არსებობა იმდენად აწუხებთ, იმდენად მძიმე პოლიტიკური ტრავმა აქვთ მიღებული თავის დროზე, რომ მისი ამ ქვეყანაში ყოფნაც, მისი არსებობაც კი, პრობლემად მიაჩნიათ,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებს ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური არსებობაც კი აშინებთ ამ ქვეყანაში. ,,წარმოიდგინეთ, ისიც კი აშინებთ, ფიზიკურად ეს ადამიანი, რომ არსებობს და ქვეყანაშია. ეს იმდენად აშინებთ და იმდენად ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებთ, რომ თავისი დავალების მიმცემები და ლობისტები საუბრობენ - პატრიოტი თუა წავიდეს ქვეყნიდანო ანუ , პატრიოტიზმი დააკავშირეს ქვეყნიდან წასვლასთან. წარმოიდგინეთ რა აბსურდში ვართ გადავარდნილები,’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)