|
2022-07-19 15:59:32, 1038 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი - დეგნანისადმი ასეთი რიტორიკა დასავლეთისთვის ხელის კვრას გულისხმობს
ეს სრული სიცრუეა. შეუძლებელია ამერიკა ან ამერიკის ელჩი ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩათრევას. - განაცხადა "ამერიკის ხმასთან" აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმ. მისივე თქმით, დეგნანისადმი ასეთი რიტორიკა უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც გულისხმობს დასავლეთისთვის ხელის კვრას. "ეს სრული სიცრუეა. შეუძლებელია ამერიკა ან ამერიკის ელჩი ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩათრევას. ამასთან, ესაა უფრო ფართო ტენდენციის თუ კამპანიის ნაწილიც კი, რომელიც გულისხმობს - დასავლეთისთვის ხელის კვრას; ისეთი გზით, როგორიც ე.წ. „პერსონაჟის მკვლელობა“, მისი რეპუტაციის დაზიანებაა - ელჩი დეგნანისა და სხვა ევროპელი დიპლომატების მიმართ. ასევე იმ კუთხით, რომ არ სრულდება ის შეთანხმებები და დაპირებები, რომლებიც საქართველომ დასავლურ ქვეყნებთან წლების წინ ან ახლახან გააფორმა და კონკრეტული რეფორმების გატარებას შეეხება. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მეგობარი ამერიკასა და ევროპაში ძალიან შეშფოთებულია ამ ტენდენციებით. ამერიკაში ბევრია შეწუხებული ერთპარტიული მმართველობისკენ სვლის ტენდენციით, ოპოზიციის დემონიზაციისა და სრული მარგინალიზაციისკენ მიმართული ქმედებებით. უპრეცედენტოა შეთანხმებების დარღვევისა და საქართველოს მეგობრების შეურაცხყოფის უწყვეტი ნაკადი. კელი დეგნანი კი, რა თქმა უნდა, საქართველოს მეგობარია, ისევე როგორც მე, და ბევრი ადამიანი სახელმწიფო დეპარტამენტში, თავდაცვის დეპარტამენტში თუ კაპიტოლიუმში. ჩვენ, ყველა, შეშფოთებულები და დაბნეულები ვართ, ვცდილობთ გავიგოთ რა ხდება. ამას ექნება გავლენა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)