|
2022-07-19 15:23:25, 1031 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - „ქართული ოცნება“ არის გოიმობა, მისი დაცინვა არის ტრენდი
"ქართული ოცნება" არის გოიმობა,მისი დაცინვა არის ტრენდი და აქ მთავრდება ყოველთვის, ყველა ხელისუფლება,- ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, მის პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არის დეგრადაციის ბოლო საფეხურზე, რაც გამოიხატება იმით, რომ არავის ეზიიზღები, არამედ დაგცინიან. "ჩვენ რასაც ახლა ვუყურებთ, საქართველოს ხელისუფლება არის დეგრადაციის ბოლო საფეხურზე. დეგრადაციის ბოლო საფეხური არ არის, როდესაც სძულხარ, დეგრადაციის ბოლო საფეხური არ არის როცა ეზიზღებით, დეგრადაციის ბოლო საფეხური არის, როცა დაგცინიან. როცა მოდური ხდება შენი ქილიკი და შენი დაცინვა. მაგიური ქართული სიტყვაა გოიმობა, აი, "ქართული ოცნება" გახდა გოიმობა. მე საერთოდ არ მომწონს, რომ ეგრეა, მაგრამ "ქართული ოცნება" არის გოიმობა. მისი დაცინვა არის ტრენდი და აქ მთავრდება ყოველთვის, ყველა ხელისუფლება. "ქართული ოცნება" გოიმობა და დასაცინი არის საერთაშორისო აქტორების მეირაც. ასეთი არც ერთ ხელისუფლებას არ მოსვლია ჯერ ნამდვილად. საერთაშორისო აქტორები ყოფილან გაბრაზებული ყველაზე - სააკაშვილზე, შევარდნაძეზე, მაგრამ დასაცინი არასდროს გამხდარან",- განაცხადა გვარამიამ. საქმეს მოსამართლეა კოლეგია განიხილავს მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით. სხდომას, სადაც სააპელაციო სასამართლო მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილ განაჩენს გადახედავს, თავად ნიკა გვარამიაც ესწრება. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)