|
2022-07-18 18:35:38, 1120 ნახვა
პოლიტიკა
როდესაც ევროპიდან ასეთი ფეიკ გზავნილი მოდის, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა - მდინარაძე დეოლიგარქიზაციაზე
როდესაც ევროპიდან ასეთი ფეიკ გზავნილი მოდის, ეს ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის "დეოლოგარქიაზიის" მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი არა კონკრეტული პერსონის, არამედ სიმართლის დაცვას ემსახურება. "როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო ბევრი ფეიკი ამ რეზოლუციაში და ეს არის ძალიან სამწუხარო, ჩვენთვის განსაკუთრებით, იმ ადამიანებისა და იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც რეალურად და არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც დასავლეთისკენ მიისწრაფვის, ეს არის მთავარი. როდესაც ევროპიდან ასეთი ფეიკ გზავნილი მოდის, ეს ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ ეს აზიანებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებრივ განწყობებს, მაგალითად დასავლური კურსის მიმართ, ძალიან აზიანებს და ჩვენ ეს არ გვინდა, პირიქით ჩვენ ვამბობთ, რომ დასავლური კურსი არის ერთადერთი სწორი კურსი და სწორი მიმართულება ამ ქვეყნისთვის და მეორე მხრივ, ეს იმას არ ნიშნავს და მეგობრობა და ჩვენი სწორი მიმართულება დასავლეთისკენ იმას არ ნიშნავს, რომ ტყუილზე არ ვთქვათ, რომ არის ტყუილი და არავის დაცვას არ ემსახურება, ეს ემსახურება სიმართლის დაცვას, კონკრეტული პერსონის კი არა, როგორც ეს თქვენ გინდათ გამოიყვანოთ, ეს ემსახურება სიმართლის დაცვას და დაცვას ევროპული პერსპექტივის",- ამბობს მდინარაძე. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის, სადაც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი. მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)