00:05 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-16 12:45:04, 1035 ნახვა

პოლიტიკა
ოქრიაშვილი - არჩევნების გაყალბების მონაწილე გოგაშვილი ამხელს ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში და ოლიგარქიულ მმართველობაში

ბატონმა გოგაშვილმა  „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებაში ამხილა და როგორც ჩანს, შესაბამისი მტკიცებულებები გადასცა ელჩებს და საერთაშორისო საზოგადოებას. - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, გოგაშვილი თავის ფეისბუქ-სტატუსში წერს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი მართავს თათბირებს შპს „ოცნების“ წევრებთან დისტანციურად.    

"ბატონმა გოგაშვილმა  „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებაში ამხილა და როგორც ჩანს, შესაბამისი მტკიცებულებები გადასცა ელჩებს და საერთაშორისო საზოგადოებას. აგრეთვე, ის თავის ფეისბუქ-სტატუსში წერს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი მართავს თათბირებს შპს „ოცნების“ წევრებთან ონლაინ.

დასკვნა: სრულად ჩამოიშალა ოცნების ლეგიტიმაცია. არჩევნების გაყალბების მონაწილე ამხელს ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში და ოლიგარქიულ მმართველობაში.

მალე დამთავრდება უკანონობა საქართველოში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics