00:04 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-16 10:19:24, 1112 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილმა აბასთუმანში ამბულატორია გახსნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, აბასთუმანში, ამბულატორია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გახსნა. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურით  და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდა.

აღსანიშნავია, რომ  ამბულატორია აღჭურვილია ტელემედიცინის აპარატით, რომელიც პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას უზრუნველყოფს.

ტელემედიცინის პორტატიული აპარატი პაციენტს შესაძლებლობას აძლევს, სოფლის ექიმის დახმარებით, ადგილზევე ჩაიტაროს კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური ან დერმატოლოგიური კვლევა; კვლევის შედეგებსა და მონაცემებს „ონლაინ“ რეჟიმში ადევნებს თვალს შესაბამისი პროფილის სპეციალისტი, რის შემდეგაც პაციენტი კონსულტაციასა და დანიშნულებას დისტანციურად იღებს.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკურორტო ზონაში კი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისი და პირველადი სამედიცინო მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics