22:51 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 10:28:44, 1035 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტემბერგი - მთავარი ფოკუსი კვლავ საქართველოს რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში

არის სამი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვის, ესაა უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა. საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით მოითხოვს ერთიან მხარდაჭერას. ამასთან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ ფოკუსირება განახორციელოს რეფორმებზე, რომ ერთ დღესაც ქვეყანამ შეძლოს ერთი ნაბიჯით წინ წასვლა.

„არის სამი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვის, ესაა უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა. საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში. ჩვენს შესახებ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით მოითხოვს ერთიან მხარდაჭერას. ყველა წევრის თანხმობაა საჭირო და ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება ნატო-ში, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს სამოქმედო გეგმა. ფოკუსირება განახორციელეთ რეფორმებზე და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ჩვენ შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას“,- განაცხადა სტოლტემბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics