|
2022-07-13 18:12:00, 1064 ნახვა
პოლიტიკა
Politico - ქართველები შიშობენ, რომ მთავრობა ევროკავშირის პერსპექტივას საბოტაჟს უწყობს
ქართველების მზარდ რიცხვში იმატებს რისხვა,შიში რომ მათი ქვეყნის მთავრობა განზრახ უთხრის ძირს ევროკავშირის მისწრაფებებს,- ვკითხულობთ Politico-ს მიერ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გამოქვეყნებულ სტატიაში. ავტორი აღნიშნავს, რომ ათიათასობით მომიტინგეისთვის , რომლებიც ყოველკვირეულ საპროტესტო აქციებზე იკრიბებიან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარი, მწარე დარტყმა იყო. "პრობლემა ის არის, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაშია 2012 წლიდან, ვერ აჩვენა თავისი ერთგულება ამ ევროპული მისწრაფებების მიმართ, რაც ბევრს უბიძგებს დაფიქრდეს, მოქმედებს თუ არა „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ევროპული მომავლის საზიანოდ."- წერს ავტორი. სტატიაში ასევე მიმოხილულია საქართველოს ოფიციალური პოზიცია უკრაინის ომთან მიმართებაში, რაც სანქციების გვერდის ავლასა და რუსეთში პროდუქციის ექსპორტით გამოიხატა. "არის დრო, როდესაც მთავრობა არ გამოხატავს მოქალაქეების პოზიციას,როდესაც ხალხი უკეთესია, ვიდრე მთავრობა“, - დაწერა საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შესაძლოა, გასაკვირი არ არის, რომ მაშინ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინის ხელმძღვანელობას კრიტიკა წამოიწყვეს მოგვიანებით, როდესაც საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე, მთავრობამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს იმიტომ, რომ ქვეყანა არ იყო ჩართული ომში, მტკიცებით, რომ დასავლეთს, ქართული ოპოზიციის დახმარებით, სურდა საქართველოს ომში ჩათრევა,"- აღნიშნულია სტატიაში.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)