|
2022-07-13 14:19:21, 936 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი იუკენიჩიენეს - აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას
ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის ევროკავშირის სულისკვეთებას,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკენიჩიენეს დღევანდელ განცხადებას. პაპუაშვილის თქმით,ყველა ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, რაც რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობას წარმოადგენს. „ყველა ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, მათ შორის ასეთი განცხადებებით და ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა. მე გუშინაც და დღესაც ამ ციტატიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას მისი რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და ნუ იქნებიან თავად პოლარიზაციის წამქეზებლები, ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის ევროკავშირის სულისკვეთებას. ასე რომ, ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, კონკრეტულად ეს დეპუტატი, თავადვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას აქეზებს რა პოლარიზაციას საქართველოში და მათ შორის ამ კუთხით შეურაცხყოფს საქართველოს დემოკრატიას“,- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსლა დეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველო არის მიტაცებული და თუ „ქართულ ოცნებას“ არ ესმით რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, თავად ახსნის - ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას. მისივე თქმით, საქართველო უნდა გათავისუფლდეს "პროკრემლისტური პოლიტიკისგან".
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)