|
2022-07-08 21:45:54, 1266 ნახვა
პოლიტიკა
ფხაკაძე - იაფი საწვავის მოსაძებნად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ნებისმიერ ქვეყანასთან, არა მარტო რუსეთთან
ჩვენ დღემდე ვცდილობთ ვიპოვოთ ისეთი საწვავის წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვიდრე ის ევროპული საწვავი, რომელიც დღემდე შემოგვაქვს. - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. მისივე თქმით, მოლაპარაკებები აქვთ რუსეთთანაც. "ჩვენ დღემდე ვცდილობთ ვიპოვოთ ისეთი საწვავის წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვიდრე ის ევროპული საწვავი, რომელიც დღემდე შემოგვაქვს. ვმუშაობთ დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან და სადაც ვნახავთ ყველაზე იაფ საწვავს, იქიდან შემოვიტანთ. ეს ეს არის ბიზნესის აქსიომატური ჭეშმარიტება. [მოლაპარაკებები] მიმდინარეობს არა მარტო რუსეთთან, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და ნებისმიერ ქვეყანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. სადაც იქნება ყველაზე იაფი საწვავი, თუ ნებისმიერი სერვისი, ან პროდუქტი, იქიდან შემოვიტანთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნები რუსულ ენერგოდამოკიდებულებაზე უარს ამბობენ, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)