|
2022-07-08 16:23:31, 1174 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმში 8, 9 და 10 ივლისს სარაგბო ზეიმი გაიმართება - ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს
ბათუმში 8, 9 და 10 ივლისს სარაგბო ზეიმი გაიმართება - ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს 10 ივლისს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს შეერკინება. სარაგბო ზეიმი ბათუმში 8 ივლისს იწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივებს სხვადასხვა ლოკაციაზე შეეძლებათ დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვა. ძირითადი ღონისძიებები ევროპის მოედანზეა დაგეგმილი, სადაც, 8 ივლისს გაიმართება მიუზიკლი "გაყრა", ასევე მგზავრების და ფანკ ბენდის კონცერტი. 9 ივლისს სუხიშვილებისა და ჯგუფ killage-ს კონცერტი. ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ გაიმართება დრამების შოუ, ფრანების შოუ და საზეიმო განწყობა შენარჩუნდება მთელი ქალაქის მასშტაბით. 10 ივლისს, 20 საათზე, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე ბორჯღალოსნები 6 ერის მონაწილე იტალიას ერკინებიან. სარაგბო ზეიმი ბათუმში 8-9-10 ივლისი 8 ივლისი 20:00 - ევროპის მოედანი მიუზიკლი "გაყრა" ფანკ ბენდი მგზავრები Dj გურული 9 ივლისი 11:00 - 20:00 - დრამების შოუ ბათუმის ქუჩებში 11:00 - ქვიშის სახეობათა თამაშების ტურნირი, ბათუმის ბულვარი 17:00 - რომაული ბანაკი და ფოლკლორული შოუ, ანსამბლი "არსიანი", გონიოს ციხე 20:00 - ევროპის მოედანზე: road radio სუხიშვილები killage DJ ბენე 10 ივლისი 12:00 - 20:00 - ფრანების შოუ, ბათუმის სანაპიროზე კოლონადებთან 11:00 – 20:00 - დრამების შოუ - ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)